რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
პროტესტის მონაწილეების ერთ ნაწილს საქართველოს დროშა აქვს გაშლილი და მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობით მიდის, მეორე ნაწილი კი ევროკავშირის დროშით თავისუფლების მოედნის მხარეს მიემართება.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მომიტინგეებს პოლიციამ გზა გადაუკეტა და არ გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა, ამის შემდეგ, აქციის მონაწილეები უკან მოტრიალდნენ და აგრძელებენ ჩაიკოვსკის ქუჩაზე მოძრაობას.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები.