აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგ ჯერზე გაიმეორა, რომ მან რვა ომი დაასრულა. მისივე განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, პროგრესს მიაღწია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებითაც.
ტრამპმა ამის შესახებ ცენტრალური აზიის ლიდერებთან ვახშამზე განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სამი თვის წინ მისმა ადმინისტრაციამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს რვა ომიდან ერთ-ერთია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 8 თვეში გააჩერა.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგვარებაში „მნიშვნელოვან პროგრესზე“.
„ჩვენ ვცდილობთ, თუ შესაძლებელია, კიდევ ერთი დავასრულოთ - რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ ჯერ ეს ვერ შებძელით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ,“ - განაცხადა ტრამპმა.