პატიმრობაში მყოფ ქართველ ჟურნალისტს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, სახაროვის პრემიის მფლობელ მზია ამაღლობელს - „თავისუფალი მედიის ჯილდო“ (Free Media Award) გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ჯილდო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორებმა, ნესტან ცეცხლაძემ და ეთერ თურაძემ მიიღეს.
ამაღლობელის ნაცვლად ჯილდო მიიღეს მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორებმა, ნესტან ცეცხლაძემ და ეთერ თურაძემ.
პრემია Free Media Awards-ი ორი ევროპული ფონდის, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის ინიციირებული.
ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.
Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც ჯილდოვდება ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა საქართველოში.
ამ ჯილდოს მფლობელი უკვე იყო მის მიერ დაფუძნებულ ორივე გამოცემა - „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“.
22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია, - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.