არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ, რომელიც საპატრიარქოში იყო დაბარებული, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მღვდელმთავრები მას „მონანიებას“ სთხოვდნენ.
"მე შევედი საპატრიარქოში, ოთახში იყო მეუფე შიო, მეუფე თეოდორე, მამა მიქაელ ბოტკოველი. მეუფე შიომ მითხრა, რომ განცხადებებით ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებ, პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებო და ეს უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც თითქმის არ მაცლიდნენ. ანუ ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას - "მოინანიე და გადი". მე ასე არ გავჩერდი, ვუთხარი - მათქმევინეთ სიტყვა-თქო და ვთქვი ის რაც ვთქვი -"ეგზარქოსი". მანამდე მამა დოროთემ თქვა, რომ "თქვენ ხართ რუსეთისგან მოგზავნილი", ამიტომ, მე რაც ვთქვი, იმას ავხსნი-თქო - მე თქვენგან სიტყვა არ გამიგია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მტერი, გინტურზე, ანწუხელიძეზე, ახალგარზდები გარეთ დასისხლიანებულები რომ არიან, ერთი სიტყვა არ გამიგია ამათ დასაცავდ-თქო, ერთო სიტყვა არ გამიგია მთელ ამ მოვლენებზე-თქო, მერე მეუფემ თქვა, მე მაქვს სიტყვა ოკუპანტი ნათქვამიო, არვიცი სად აქვს ნათქვამი, ვუთხარი, ბოლო დროს თქვენ არსად გითქვამთ ეს სიტყვა-თქო.
მამა დოროთეზე მითრეს, სინანული უნდა გამოხატოსო. მე ვუთხარი, რომ მამა დოროთე არ არის დამნაშავე, არის მართალი და ვუთხარი, აგერ დგას მამა დოროთე, რომ ამბობთ არ მოვიდაო. მოვიდა მამა დოროთე, ითხოვს შემოსვლას და ჩემი მოძღვარია და მეც ვითხოვ მის შემოსვლას-თქო. ამ კითხვაზე პასუხი აიცილა, ორჯერ-სამჯერ ვკითხე, ანუ მეუფე არ მიკონკრეტებს, რომ იცოდა, რომ მამა დოროთე გარეთ იდგა. ჩემთვის უკვე გასაგები იყო , რომ ეს პასუხი პასუხი იყო. მოკლედ ასეთი რამ იყო - "მოინანიე ან ჩვენ ზომებს მივიღებთ". მე ვუთხარი, ჩემს გარეშე პატრიარქთან არ შეხვიდეთ, ჩემ პატრიარქთან უნდა შევიდე, ჩემს გარეშე ნუ გადაწყვეტთთ, მე ვითხოვ პატრიარქთან შეხვედრასთქო. ხომ ასევე რომ შევედი ვიკითხე, ტელეფონით ჩაწერათუ არის, მეც ჩავწერ-თქო, მითხრეს არაო და არც მე ჩამიწერია.
ამ დროს როცა ვსაუბრობთ, შემოდის მამა ანდრია უკნიდან კარიდან და ასეთი ტონით მეუბნება, გადი გარეთო, ანუ ფაქტობრივად მე გამომაგდეს. არ მასაუბრეს ბოლომდე, გამომაგდეს და გამოსვლის დროს მომყვება მამა ანდრია და მიჯიკავებს, მაწვება ხელით. ვუთხარი, ხელს რატომ მირტყამ, რას მიჯიკავებ? უცებ შეცბა, მე ხელით არ გიჯიკავებ, თან სიეთი ტონით მესაუბრება, ალბათ უშიშროებაში ისწავლა ეს ტონი.
მე არაფერი მიქნია, ვუთხარი, ხესლს რატომ მკრავ მეთქი? - "მე ხელი არ მიკრია, ასე თქვა". იქ მივუტრიალდი სხვებს, ვუთხარი, დაინახეთთქო, ისინი დაბრმავდნენ რა თქმა უნდა, არ დაგვინახავსო. ასე რომ სინანულს არ ვითხოვ. მე ერთ რამეს გეტყვი ისე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი, ეს არის ჩემი პასუხი მეუფე შიო, არ მოვინანიებ არასდროს.
მივმართავ მეუფე შიოს, მამა დოროთეს, მამა მიქაელ ბოტკოველს, და კიდევე ერთი მღვდელი იყო, არ მახსოვს, იესო ქრისტე გვიყურებს, პირჯვარს ვიწერ, გადაიწერეთ თქვენც პირჯვარი, მე თუ ტყუილს ვამბობ, ანდრია (ჯაღმაიძე) როგორ შემოვიდა, რა ტონით მესაუბრა, ხელით როგორ მომაწვა, მე თუ ტყუილს ვამბობდე, ისე ქრისტესგან მე ვიყო დასჯილი ან თქვენ იყოთ დასჯილი", - განუცხადა არქიმანდრიტმა ილიმ ჟურნალისტებს.