სასამართლომ ეკა ჯავაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა. 
მანამდე სასამართლომ 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ეკა ჯავაშვილის დას, მანანა ჯავაშვილს. 
მანანა ჯავაშვილის შვილებს - ლადო და გიგა წიბახაშვილებს კი მოსამართლემ 8-8 დღით პატიმრობა მიუსაჯა. 
 მათ პოლიციას გზის "ხელოვნურად გადაკეტვას" ედავება.