ხელისუფლებას ვეტყვი იმას, რომ არ ვემორჩილები მათ კანონს. მე არ მინდა რუსეთი, - ამის შესახებ 71 წლის აზა ჩილაჩავამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე შიმშილობა შეწყვიტა. 
აზა ჩილაჩავამ განაცხადა, რომ "მთავრობა უსამართლობას არ უნდა ემსახურებოდეს".
„რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მოგვიწყვეს გენოციდი. არ ვეთანხმები იმას, რომ ჩვენთან იყოს რუსეთი და ბობოქრობდნენ. მე ვიბრძვი, მე ხვალაც გამოვალ. ხვალაც გამოვალ, მეხვეწებიან - არაო.
არ შევუშინდები, მაინც გავაკეთებ ჩემსას. რომ იძახიან კანონიო, თვითონ ირგებენ ამ კანონებს.
მე არ დავემორჩილები. ვიცი, რომ ხვალ რომ გავალ, სისხლით გავსამართლდები. ვიყო, წავალ, დავჯდები.
დღეს ვერ გავალ რუსთაველზე, ხვალ ვიქნები! ისვე გადავკეტავ გზას, პირველი გადავალ!“, - განაცხადა აზა ჩილაჩავამ.