თბილისის საქალაქო სასამართლომ აზა ჩილაჩავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აზა ჩილაჩავას 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, რითაც დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა.
ის დროებითი მოთავების იზოლატორს 2 საათში დატოვებს, ვინაიდან 24-საათიანი ვადა, სწორედ ამ პერიოდში ეწურება.
"ორი კვირა იქნება, თუ ერთი კვირა იქნება, ხო მოვიხდი სასჯელს, პირველი გავალ რუსთაველზე, ბოლომდე ახალგაზრდებო! მე არ მინდა რუსეთი, დროშა არ შემატანინეს წუხელ [იზოლატორში]. მე ვიბრძვი ბოლომდე. სისხლის სამართლით ხომ მეკუთვნის მერე [დაკავება], გავალ პირველი, არ შევშინდები, დიახ, სწორია ეს ქალბატონი, პირველი გავალ, მე ჩემი პროტესტი გამაჩნია, რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, მე ვერ ავიტან, მე შევაკვდები იმ ავტომანქანებს, არ გავჩერდები. აქედან რომ გავალ, წავალ სისხლის სამართალზე, ესაა ჩემი პროტესტი. სწორია, რასაც იძახის, მე გავდივარ პირველი. ერთი რომ დარჩეს ბებო, მე იქ ვიდგები. რად უნდა ამას მტკიცებულება, მე თანახმა ვარ...
გამიშვით, მომისაჯეთ... ცუდად ვარ, არც წყალი მიმიღია, არც არაფერი, მსჯიან ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვით, მომისაჯეთ, იყოს ბებო, მე ქვეყნის გულისთვის ვისჯები, შემოვევლე ყველას, ამათ გულისთვის თავსაც გავწირავ. მოსვენება მინდა, არც ხმაური, არც არაფერი, ბებო, დამსაჯეთ, მე ვარ, რაც გინდათ იმას უყურეთ, მე ვარ პროტესტის მონაწილე, კი ბატონო, კიდევ გადავკეტავ," - თქვა "რადიო თავისუფლების" ცნობით, აზა ჩილაჩავამ სასამართლო პროცესზე.