საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად გოგა მემანიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
გოგა მემანიშვილმა ამ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა 28 ოქტომბერს დატოვა.