რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით, ყოფილი დიპლომატი, გიორგი წიქარიშვილი დააკავეს.
წიქარიშვილი საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა, როცა თავისუფლების მეტროსთან, პოლიციელებმა გააჩერეს, ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს. წიქარიშვილის დაკავების კადრებს "პუბლიკა" ავრცელებს.
გიორგი წიქარიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო. ის ხელს აწერდა ერთობლივ განცხადებას, რომელიც უწყების თანამშრომლებმა ევროკავშირთან გაწევრების პროცესის შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გაავრცელეს. წერილში საუბარი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. საგარეო უწყება გიორგი წიქარიშვილმა ივნისში დატოვა.