ახალი ზელანდიის მთავრობამ სანქციები დააწესა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ.
ამის შესახებ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სანქციების სიას შვიდი ორგანიზაცია და ორი ფიზიკური პირი დაემატა, მათ შორის რუსული კომპანიები, რომლებიც რუსული ნავთობის გადამუშავებით, ტრანსპორტირებით და გადახდებით არიან დაკავებული.
რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობაში ჩართული 65 გემი პირდაპირი სანქციების ქვეშ მოექცა.
სიაში ასევე შედიან ბელარუსული, ჩრდილოკორეული და ირანული კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში.