სამოქალაქო აქტივისტს, ნინო დათაშვილს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა.
უწყების განცხადებით, როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
პედაგოგი, რუსთავის ქალთა ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.