კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა კვიტატიანი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
24 ოქტომბერს PosTV-მ დაკავებულებად წინასწარ გამოაცხადა პირები, რომლებიც იმ დროისთვის დაკავებულები არ იყვნენ. მოგვიანებით PosTV-მ ქარდი წაშალა, თუმცა ქარდზე აღნიშნული პირები: გიგა ლემონჯავა, ნიკა კვიტატიანი, თენგო კირთაძე, თამთა გოგოლაძე, გიორგი სიხარულიძე და ნატო სლეპაკოვა მოგვიანებით დააკავეს.
26 ოქტომბეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო 3 დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 60 ადამიანი დააკავეს.