დღეს, 24 ოქტომბერს, ვენაში, IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და მედია მენეჯერს, უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს
ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ აიღო.
ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. მზია ამაღლობელთან ერთად ჯილდო 6 სხვა ჟურნალისტს გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.