საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარებას გაუწევს.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დროს მაკრონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისა და გაძლიერების და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება: საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, შორი მანძილის შესაძლებლობები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები“, - თქვა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ საფრანგეთი უკრაინას „უახლოეს დღეებში“ დამატებით Aster-ის ტიპის საზენიტო რაკეტებსა და Mirage -ის ტიპის გამანადგურებლებს მიაწვდის.
მას არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობაზეა საუბარი.
მაკრონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკავშირის უახლესმა სანქციებმა „რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაფინანსებაზე უნდა იმოქმედოს“.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის, საფრანგეთმა უკრაინას დაპირებული ექვსიდან სამი Mirage 2000 ტიპის თვითმფრინავი მიაწოდა, ნაწილობრივ უკრაინელი პილოტების მომზადების საჭიროების გამო.
საფრანგეთმა და იტალიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის ამ რაკეტების გაკვეული რაოდენობა მიაწოდეს, თუმცა უკრაინა საკუთარი თავდაცვისთვის მეტ საჭიროებაზე საუბრობს.