რუსთაველი არის ჩემი ცხოვრებ,ა - ამის შესახებ ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შს მინისტრს გეკა გელაძეს უჩივლებს.
"ჩემთვის ცხადია გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 4 საათზე და 9 საათამდე ტყუილად დავკარგეთ მე და თქვენ დრო. მე აგიხსნით რატომ ვდგავარ რუსაველზე - რუსთაველი არის ჩემი ცხოვრება, ხუთი წლიდან ვიზრდებოდი რუსთაველზე, დედაჩემი პირველ სკოლაში ასწავლიდა და ხშირად დამტოვებდა ხოლმე...10 წელი ვსწავლობდი რუსთაველზე და სკოლის მერე რუსთაველის მეტრომდე ფეხით მივსეირნობდით ხოლმე და ყველა ხე და ბუჩქი ვიცოდით 1977 წლის დედაენის ამბებს ვუყურებდით პირველი სკოლის ფანჯრებიდან.. იქ ვიყავით 88 წელს, 91-ში, როცა ომის დრო იყო. ყველა პერიპეტია მიდიოდა რუსთაველზე, იქ ვიყავით შემდგომი აქციების დროს, შევარდნაძის წინააღმდეგ, სააკაშვილის და ახლაც.. გპირდებით მომავალშიც იქ ვიდგები
დავასრულებ ჩერჩილის სიტყვებით: თუ ადამიანს შეატყვეთ, რომ მას უყვარს მთავრობა, მიიყვანეთ ფსიქიატრთან.
.მე უნდა მქონდეს თავისუფალი არჩევნების უფლება, არავინ უნდა აიძულოს ჩემს გვერდით მყოფი ციცო დეიდების და ტიტუშკების თამადობით, რომელიც შსს-ს თავზე აზის და ყველაფერს აკეთებინებს, რაც მას სჭირდება, არ უნდა დამდევდეს შსს და ჩემთან ერთად არ უნდა ჩაესვათ შშმ პირი, რომელიც ვერ გადაადგილდება და დღეს ორ საათამდე ფეხშიშველა იყო ბეტონის იატაკზე.. მეუბნებოდა პოლიციელი, მე რა ვქნა, მე გადავეცი...
ემპათია დაუკარგა შსს-მ ადამიანებს გეკა გელაძის თამადობით, მე ვუჩივლებ გეკა გელაძეს, მან წამართვა მე და გუშინ დაკავებულებს კონსტიტუციური უფლება, არ დამარეკინა ოჯახთან და ადვოკატებთან. არ შეიძლება დიაბეტიანი ბიჭი, 12 საათამდე იქ გყავდეს და წამალი არ გაუკეთო. ჩემზე არ ვლაპარაკობ, ნანახი მაქვს ვიცი, დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ეს ჩემი საქციელია, არ მინდა თქვენ დაუშვათ შეცდომა, არ მინდა თემიდა თვალახვეული იყოს, ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას"- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა