აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პარლამენტის წინ საპოლიციო კორდონი მოეწყო. სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მომიტინგეები კი მოწოდებას შეძახილებით ხვდებიან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის გადაკეტვის გამო დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
მე რუსულ რეჟიმს არ დავემორჩლები, მე ვიბრძი ბოლომდე. უნდა მოვიცილოთ ეს რეჟიმი. გადავალ ახლა დამაკაონ, მე არ მეშინია"- ამბობს აზა ჩილაჩავა.