ძალიან დიდი სიხარულია ქართველი მებრძოლის მზია ამაღლობელის მსოფლიო აღიარების ყურება, განსაკუთრებით საკნიდან, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, რითაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის 2025 წლის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება აჩვენებს საქართველოს ბრძოლა რამდენად დაფასებულია.
„ძალიან დიდი სიხარულია ქართველი მებრძოლის მზია ამაღლობელის მსოფლიო აღიარების ყურება, განსაკუთრებით საკნიდან.
ეს აჩვენებს ერთი ადამიანის პრინციპულობას რამდენი შეუძლია. ეს აჩვენებს საქართველოს ბრძოლა რამდენად დაფასებულია. ეს აჩვენებს, რომ დღევანდელი ბრძოლა საქართველოს სრულიად ახალ, საამაყო ისტორიას წერს.
ვულოცავ და ჩემს პატივისცემას გამოვხატავ ქალბატონი მზიას მიმართ. რუსთავის ქალთა ციხე“, - წერს ელენე ხოშტარია“, - წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.