უკრაინის საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ძალების სარდლობის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის სოფელ კუჩეროვ იარი გაათავისუფლეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ჯარების დანაყოფებმა, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ჯარების 132-ე ცალკეულმა სადაზვერვო ბატალიონმა, გაათავისუფლა სოფელი კუჩეროვ იარი დობროპოლიეს მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სამხედრო ოპერაციის დროს 50-ზე მეტი ოკუპანტი დაატყვევეს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა გათავისუფლებულ სოფელში უკრაინის დროშა აღმართეს.