ხელბურთის ფედერაციიდან მოპარული მილიონები - პროკურორის განცხადებით, დაკავებული ხელბურთის ფედერაციის ყოფილი დირექტორი, ზურაბ კაკაბაძე ფლობდა ბიზნეს ბარათს, სადაც ფედერაციის საჭიროებსთვის აუცილებელი თანხა ირიცხებოდა ბიუჯეტიდან.
პროკურორის განმარტებით, ზურაბ კაკაბაძეს აღნიშნული ბარათიდან ფული გამოჰქონდა და კაზიონებში ფსონს დებდა.
"საქმეზე გამოკითხულია ბუღალტერი და დირექტორი, რომლებიც ადასტურებენ, რომ კაკაბაძე ფლობდა ბიზნეს ბარათს, სადაც ფედერაციის საჭიროებსთვის აუცილებელი თანხა ირიცხებოდა ბიუჯეტიდან. არსებობს ფოტოსურათები, სადაც ჩანს, როგორ გამოაქვს ბარათიდან თანხები. ასევე არსებობს ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ფსონს დებდა აჭარასა და რედისონში არსებულ კაზინოებში," - განაცხადა პროკურორმა.
ხელბურთის ფედერაციის ყოფილი დირექტორი ბრალს არ აღიარებს - "არ ვეთანხმები არ ვაღიარებ".
კაკაბაძეს პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი 464 496 ლარის უკანონოდ მითვისებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კაკაბაძეს 7დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.