უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, 22 ოქტომბრის ღამეს მომხდარი თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, კიევის დნიპროს რაიონში რუსეთის იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
სწორედ ამ ტერიტორიაზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მე-8 და მე-9 სართულებზე ხანძარი გაჩნდა, მოგვიანებით ხანძარი ჩააქრეს.
უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რომ დარნიცის რაიონში ერთი ადამიანი დაშავდა არასაცხოვრებელი შენობის ნანგრევების დაცემის შედეგად.
გასულ ღამეს რუსებმა კიევზე იერიში მიიტანეს.
დრონის ნამსხვერევების ჩაცვენის შედეგად დესნიანის რაიონში ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ასევე ნამსხვრევები მოხვდა მრავალსართულიოან სახლს პეჩორის რაიონში.