თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ჯაფარიძეს, რომელიც 19 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
საბა ჯაფარიძე დღეს დილით დააკავეს, მას სახის დაფარვას ედავებიან.
19 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ამ დროისთვის, სამართალდამცავებს 5 პირი - საბა ჯაფარიძე, თემურ სარალიძე, თამარ თორთალძე და ნინო ბერუაშვილი ჰყავთ დაკავებული, მათ შორისაა, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილიც.