„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის საქმეზე დააკავეს, უკვე გათავისუფლებულია. მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.
ჩხარტიშვილი იმ 14 დაკავებულ პირს შორის იყო, რომლებიც 18 ოქტომბრის აქციის დროს პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება ამჟამად 13 პირის მიმართ გრძელდება.