აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთში ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრა „დიდი ალბათობით“ ორმხრივი იქნება.
„ჩვენ მოგვწონს ვიქტორ ორბანი. მას [პუტინს] მოსწონს, მეც მომწონს. ეს უსაფრთხო ქვეყანაა. ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. ის კარგი ლიდერია ქვეყნის მართვის თვალსაზრისით.
„ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ვიქტორ ორბანს დავკავშირებოდით და ვფიქრობ, ის კარგი მასპინძელი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა პარასკევს თეთრ სახლში უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა ზელენსკი კრემლის ლიდერთან შეხვედრას, ტრამპმა უპასუხა, რომ ის „დიდი ალბათობით“ ორმხრივი იქნება, რადგან პუტინსა და ზელენსკის შორის „მტრული დამოკიდებულებაა“.
„ეს, სავარაუდოდ, ორმხრივი შეხვედრა იქნება, თუმცა ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკისთან კონტაქტზე ვიქნებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.