გამთენიისას საპოლიციო ძალებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
ამ დროისთვის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე 8 პირი. აქტივისტების ინფორმაციით, სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს:
მარიამ მეყანწიშვილი; გიორგი ტალახაძე; დავით გიუნაშვილი; დავით ღურცკაია; სიმონ მახარაძე; გია თოლორაია; მიხეილ თოლორაია; თემურ ქურციკიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"