არ წახვიდეთ ახალგაზრდებო ევროპაში, რა მე-12 კლასი ... აგერ, რუსებს დასჭირდებით ომში საზარბაზნე ხორცად, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას.
"არ წახვიდეთ ახალგაზრდებო ევროპაში, რა მე-12 კლასი ...
აგერ, რუსებს დასჭირდებით ომში საზარბაზნე ხორცად - ბურიატებთან და ყაბარდოელებთან ერთად გაგჟუჟავენ.
300 ათასი ქართველის გვამი ძაან გამოადგათ მეორე მსოფლიო ომში", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა: ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელში თავისუფლად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება... თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, ამის განხილვა შეიძლება, თუმცა ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე".