აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ „ჰამასი“ ღაზაში ადამიანების ხოცვას არ შეწყვეტს, მაშინ აშშ-ს სხვა გზა არ ექნება და „ჰამასს“ გაანადგურებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ჰამასი“ ღაზაში ადამიანების ხოცვას თუ გააგრძელებს, რაც შეთანხმების საკითხს არ წარმოადგენდა, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ შევიდეთ და მოვკლათ ისინი. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დასრულებას ითვალისწინებს. ხელმოწერა ეგვიპტეში საერთაშორისო სამიტზე შედგა. ღონისძიებას ევროპელი ლიდერებიც ესწრებოდნენ.