როგორც ვერ გამოვადგები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებას მოწმედ, რომ ის იყო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ისე ვერ გამოვადექი ამათ, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „როგორც პოლიტიკოსი, აგრძელებს ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა“.
„მოწმეს სხვა სტანდარტი სჭირდება, პოლიტიკოსი სრულიად სხვანაირად განსჯის და მსჯელობს. როგორც პოლიტიკოსი მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ, არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით. ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს. მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო“,-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.