ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროკომისიას მოუწოდა, 1000-დან 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკსა და მათ ოჯახის წევრებს უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩეროს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად საქართველოდან დაბრუნდა.
DW-ის ცნობით, ამის მისაღწევად, ისინი სთავაზობენ გამოიყენონ ევროპარლამენტის მიერ 7 ოქტომბერს მიღებული ახალი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
სანჩეს ამორი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმება მხოლოდ ასამდე მაღალი თანამდებობის პირისთვის, "არაფრისმომცემი კოსმეტიკური ღონისძიება“ იქნება.
"არა, არა, მათ უნდა ეტკინოთ, სხვა შემთხვევაში ეს არ იმუშავებს. ჩვენი სურვილია, მივიტანოთ ეს იდეა ევროპარლამენტიდან ევროკომისიამდე. რადგან მივიღეთ ეს მექანიზმი, ის ეფექტური უნდა იყოს, ამისთვის კი მათი რაოდენობა უნდა იყოს არსებითი", - თქვა მან.