რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისადმი დავალებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარებაზე ფოკუსირებას ითვალისწინებს.
კრემლის პრესმდივნის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
„უდავოდ, ჩვენ მივესალმებით ასეთ განზრახვებს, მივესალმებით პოლიტიკური ნების დადასტურებას, რომ ყველა ზომით მოხდეს მშვიდობიანი დარეგულირების გზების ძიების ხელშეწყობა“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი განცხდებით, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შესაძლებლობა შეუწყობს ხელს ომის მოგვარების გზების ძიებას.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსული მხარე კვლავ ღიაა დიალოგისთვის“ და იმედოვნებს, რომ „აშშ-ის გავლენა უკრაინას წაახალისებს, უფრო აქტიური იყოს სამშვიდობო პროცესში“.