„ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას მტრის ხატი, საქართველოში აღარ გამოდის, მხოლოდ ოპოზიცია დახატოს მტრის ხატად, ამიტომ მტრის ხატს გარეთაც ეძებს - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ჯაფარიძემ განაცხადა.
„მე მგონია, რომ დემონიზაციაა მთავარი მიზანი. "ქართული ოცნება" გადავიდა უკვე ტოტალიტარიზმის ეტაპზე მაშინ, როდესაც იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაფლება, ეს კლასიკური შემთხვევაა, ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ასე მომხდარა, მათ აუცილებლად სჭირდებათ მტრის ხატი. ეს მტრის ხატი საქართველოში აღარ გამოდის, მხოლოდ ოპოზიცია დახატოს მტრის ხატად, ეს უკვე ვეღარ მუშაობს, ამიტომ ის ცდილობს, რომ ეს მტრის ხატი ეძებოს გარეთაც. ამას აკეთებდა საბჭოთა რუსეთი, ამას აკეთებდა ნაცისტური გერმანია, ამას აკეთებდა ყველა ტოტალიტარული ქვეყანა, რომელსაც აქამდე უარსებია, - „ტვ პირველის“ ცნობით, განაცხადა გია ჯაფარიძემ.