„ჩვენ შევიკრიბეთ ღრმა სიხარულისა და იმედის ამაღლების დღეს... ორწლიანი ტანჯვისა და ტყვეობის“ შემდეგ, 20 მძევალი ოჯახებს დაუბრუნდება, -ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას.
„სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი მტანჯველი წლის შემდეგ, 20 მამაცი მძევალი ბრუნდება სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. კიდევ 28 ძვირფასი საყვარელი ადამიანი ბრუნდება, რათა სამარადისოდ განისვენონ წმინდა მიწაზე “, - განაცხადა ტრამპმა.
თავისი გამოსვლის ნაწილი ტრამპმა თავის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს დაუთმო, რომელსაც მან „პროფესიონალი ბიზნესმენი“, „წარმატებული მომლაპარაკებელი“ და „კარგი ბიჭი“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქნესეთის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ, რაც 2 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
ქნესეთში ასევე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის ომის მინისტრი (ყოფილი თავდაცვის მდივანი) პიტ ჰეგსეთი.