რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ მალავს თავის ზიზღს ჩვენი კავშირისა და მისი საფუძვლების მიმართ. მას სურს მისი ერთიანობის შელახვა და ევროკავშირში ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც მას „ევროპის შენობაში ბზარების“ შექმნაში ეხმარებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ დებატების დროს განაცხადა.
ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ პუტინს, თავისი „მორჩილი მოკავშირეების“ მეშვეობით, ევროკავშირის დაშლა სურს.
„შეხედეთ, რა მოხდა გასულ კვირას სოჭში, როდესაც პუტინი ვალდაის ფორუმზე ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა.
„მის სიტყვებს ყურადღებით უნდა მოვუსმონოთ. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ევროპა უკრაინაში თავისი აგრესიული ომის გამო“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მან აღნიშნა, რომ პუტინი „ამაყობდა იმით, რასაც მან „ევროპის შენობაში ბზარები“ უწოდა“.
„ის [პუტინი] არ მალავს თავის ზიზღს ჩვენი კავშირისა და მისი საფუძვლების მიმართ. და ის არ მალავს სიხარულს, რომ მისი მორჩილი მოკავშირეები ევროპაში ეხმარებიან მას ამ საქმეში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.