ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - ექვსი თვე - იმედია, „ლელო” დარწმუნდა, რომ ე. წ. „არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გუშინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქოცებმა” გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი“.
„ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - ექვსი თვე. „ქოცებმა” გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს.
იმედია, „ლელო” დარწმუნდა, რომ ე. წ. „არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.
ყველაფრის მიუხედავად ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა „ჯენზის“ ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებამ“,- წერს სააკაშვილი.