„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი სოცილაურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს ამიერიდან ჩუმად იყოს.
„Mikheil Saakashvili - ხო ან ახლა ან არასდროს.
ხოდა შენი და შენი მფრინავი მაიმუნების კრინტი არ გავიგოთ ამიერიდან.
მის ვიზიტორებს ვთხოვ, რომ გადასცენ ვივამედში.
For the record ვიძახი, ჩვენი დისპოზიციისთვის“, - წერს ჩერგოელიშვილი.
ჩერგოლეიშვილი ეხმიანება პაატა ბურჭულაძის დაკავებასაც და აღნიშნავს, რომ მის გარშემო არ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ეტყოდნენ, რომ ამ საქმეს ჩახსნოდა.
„პაატა ბურჭულაძე, საკუთარი თავის გარდა, ბიძინას დილეგში ჩააგდო იმან, რომ მის გარშემო არ აღმოჩნენ პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ჩემსავით ეტყოდნენ, "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო" - იმღერე ბერიკაცო და ამ საქმეს ჩაეხსენიო.
მას გარს ერტყნენ და ინსტრუქციებს აძლევდნენ მავნებლები, რომლებსაც ქართველი ერი სასოწარკვეთილი და ინტელექტუალურად შეზღუდული "ავანტყოფი" ჰგონიათ და ბურჭულაძეს იყენებდნენ, რადგან ებღაუჭებოდნენ ხავსს რომ შეიძლება ხატებთან ერთად მფრინავი ჰომო სოვიეტიკუსი მიშასთვის ძალაუფლების დაბრუნების ინსტრუმენტად აქციონ.
ამაზე ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ პატერნია და ბურჭულაძე არ იქნება ბოლო "კუკლა" ვისაც გაწირავენ მათი ხელიდან და ეს "კუკლა" ამ ნიშნებით უნდა ამოიცნოთ - იმ სტერეტიპებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლის მიხედვითაც ქართველი განუვითარებელი, არტისტული რეგვენია, რომელიც მჩხიბავობით უნდა გააბრიყვო“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ჩერგოლეიშვილი ასევე აცხადებს, რომ დღეს, „ფედერალისტები“ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.