შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, - ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით. თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო, სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ. ეს არის რჩევები მათთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, ენდეთ მათ, ვის მიმართაც შინაგანი გრძნობა გაქვთ, რომ უნდა ენდოთ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ! ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ”, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.