„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ სოციალურ ქსელში თბილისის მერის არევნებს ეხმიანება და წერს, რომ კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 20.56% უჭერს მხარს.
"მხოლოდ ცესკოს ოფიციალურ შედეგებს რომ შევხედოთ:
თბილისში ამომრჩევლების რაოდენობა აღწევს 1 043 482 ადამიანს.
დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 324 281 ( ანუ 31, 08%-მა).
აქედან ცესკოს პირველადი მონაცემებით, კალაძემ მიიღო 214 575 ადამიანის ხმა.
ანუ კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 20.56% უჭერს მხარს.
მხოლოდ მეხუთედი ამომრჩევლის მხარდაჭერა არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ თბილისის რეზისტენტულობას ისევ აჩვენებს", - წერს თამთა მიქელაძე.