მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული შენობების დაკავებას.
„ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: პუბლიკა