14 მაისს, გაიმართა ცნობილი ქართველი ფინანსისტის ნათია სხვიტარიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია – "ფინანსური ანალიზი მეწარმეებისთვის: გადაწყვეტილებები რიცხვებზე დაყრდნობით". ღონისძიება "ევროპული ბიზნეს ასოციაციის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას მრავალი ბიზნესმენი, აკადემიური წრის წარმომადგენელი და სტარტაპერი ესწრებოდა.
წიგნი უკვე პრეზენტაციის პირველივე წუთებიდან აღიარეს როგორც საბაზისო სახელმძღვანელო ქართულ ბიზნესსექტორში. დამსწრეების თქმით, ნაშრომი აერთიანებს როგორც მკაფიო თეორიულ მოდელებს, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რაც მეწარმეებს ეხმარება ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და კომპანიების მდგრადი ზრდის უზრუნველყოფაში.
ნაშრომი მკითხველს სთავაზობს დეტალურ გზამკვლევს – ფინანსური ანგარიშგების ანალიზიდან დაწყებული, ბიუჯეტის დაგეგმვითა და ინვესტიციური სტრატეგიების შეფასებით დამთავრებული. თითოეულ თავში ჩართულია მაგალითები რეალური ქართული და საერთაშორისო პრაქტიკიდან, რაც მას კიდევ უფრო პრაქტიკულ მნიშვნელობას სძენს.
სხვიტარიძის თქმით, წიგნის შექმნის იდეა მას მაშინ გაუჩნდა, როდესაც მრავალ ქართულ კომპანიასთან მუშაობისას დაინახა, რომ გადაწყვეტილებები ხშირად მიღებული იყო ინტუიციის, და არა რეალური მონაცემების საფუძველზე. „თუ გსურთ ბიზნესის განვითარება, აუცილებელია თითოეული ნაბიჯი ემყარებოდეს რიცხვებსა და ფაქტებს,“ – აღნიშნა სხვიტარიძემ პრეზენტაციისას.
“ეს წიგნი შექმნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მართავს ან ავითარებს საკუთარ ბიზნესს, არ აქვს ფინანსური განათლება, მაგრამ სჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ციფრებზე დაყრდნობით”, - განაცხადა წიგნის ავტორმა ნათია სხვიტარიძემ პრეზენტაციაზე სირტვით გამოსვლიას.
პრეზენტაციას ესწრებოდა, ცნობილი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ელენე ხარაბაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიული სახელმძღვანელო. ეს არის რეალური ბიზნეს საჭიროებებისგან გამომდინარე დაწერილი გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება ბიზნესს უკეთ გააცნობიერონ თავიანთი კომპანიის ფინანსური სურათი და მოემზადონ განვითარებისთვის.
“ეს წიგნი ნადვილად საჩუქარი და დიდი ინესტიციაა სფეროში. მისი უნიკალურობა იმაში მდგობარეობს რომ წიგნი პასუხობს მარტივი, გასაგები ენით, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ისეთ რთულ შეკითვებს, როგორიცაა, მაგალითად, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ბიზნესის მართვისას, რომელი ფინანსური მაჩვენებლებია გადამწყვეტი კომპანიის წარმატებისთვის, როგორ შეაფასოთ მოგება, ხარჯები, ფულადი ნაკადები და მიიღოთ სწორად დაგეგმილი გადაწყვეტილებები…. პრაქტიკულად, ეს არის ერთგვარი ფინანსური მრჩეველი, რომელიც ყველასთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული”, - თქვა პრეზენტაციაზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ელენე ხარაბაძე და აღნიშნა რომ წიგნს აქვს რესურსი ის გამოყენებული იყოს საგანმანათლებლო სახელძღვანელო და მე როგორც თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის პროფესორი, ვფიქრობ შევიტანო ჩემი საგნების სასწავლო სილაბუსში.
წიგნს დამსწრეებმა უკვე უწოდეს „საჩუქარი სახელმძღვანელო“, რადგან მისი გამოყენება სასარგებლო იქნება, როგორც დამწყები მეწარმეებისთვის, ისე გამოცდილ ფინანსისტებისთვის. გამოცემა უახლოეს დღეებში ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან ბიბლიოთეკებში, წიგნის მაღაზიებსა და საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმებზე, რაც უცხოელი მკითხველისთვისაც გახდის მას ხელმისაწვდომს.
ნათია სხვიტარიძე საქართველოს ფინანსურ წრეებში ცნობილია, როგორც ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებების შემქმნელი და ბიზნესის კონსულტანტი. მისი ახალი წიგნი კიდევ ერთი ნაბიჯია ქართული მეწარმეობის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.
ნათია სხვიტარიძის პირველი წიგნი - “ფინანსური ანალიზის როლი საანალიზო საწარმოთა სტრატეგიულ განვითარებაში”, რომელიც 2022 წელს გამოიცა. ასევე დიდი წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს დარგის სპეციალისტებს შორის. მისი ორივე წიგნი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სხვადასხვა წიგნთსაცავებსა და სამკითხველო დარბაზებში.
მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, ის არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე ფორუმებსა და სადისკუსიო პანელებში.
ავტორი: ლაშა ნოდია