თქვენ ხართ პირველი მოძალადეები, თქვენ ხართ, ვინც ძალადობთ და ვინც ცდილობთ, მერე გიკვირთ, ხან მიკროფონს გირტყამენ თავში... მერე გიკვირთ რატომ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ტვ პირველის ჟურნალისტს.
ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა, რატომ არ არიან მის საარჩევნო შტაბთან მოძალადეები დაკავებულები და უჩნდება თუ არა მას ამის გამო უსამართლობის განცდა.
არ ვიცი, რა გითხრათ აბა. არა, არ მიჩნდება [უსამართლობის განცდა], გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ, რომ თქვენ ხართ პირველი მოძალადეები, თქვენ ხართ, ვინც ძალადობთ და ვინც ცდილობთ... მერე გიკვირთ, ხან მიკროფონს გირტყამენ თავში,მერე გიკვირთ რატომ...
[ჟურნალისტი: ეს არ არის ძალადობის წახალისება?] არა, პირიქით... ზრდილობიანები უნდა იყოთ და ჟურნალისტის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ... ჩემზე არ არის საუბარი, საუბარი არის ადამიანებზე, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ... ესეც ზრდილობის თემაა, ვსაუბრობ და მეჩრებით, კითხვას რომ სვამთ, მე ხომ გაცლით, დასვათ შეკითხვა და შესაბამისად ვუპასუხო და პასუხს არ მაცდით...
ამ ზრდილობას, ზოგადად, ოჯახში ასწავლიან... ცხადი და ნათელია, რას წარმოადგენთ, ვინ ხართ, რა ხართ და იმიტომ ხართ ასეთი დაბეჩავებულები, გაუბედურებულები და გაფარჩაკებულები“, - თქვა კალაძემ.