"ოცნებაში" დაშლა, ლპობა პროგრესირებს, ამას თავად ივანიშვილიც ვერ აკონტროლებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში.
„ივანიშვილს კატასტროფულად ეშინია კომპრომატებს. თვითონაც აგროვებს მათ - ეს არის მისი მმართველობის სტილი. ბურჭულაძის დაჭერით ივანიშვილი ღარიბაშვილს გაფრთხილებას აძლევს, რომ ის იქნება შემდეგი. იქ რა მოთხოვნებია არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორ რამეს უკავშირდება. ეს ორი რამ არის ის, რაზეც ივანიშვილის ძალაუფლება მნიშვნელოვან წილად დგას. ეს არის ფარული ჩანაწერები, კომპრომატები და ფული.
ივანიშვილს კომპრომატების ეშინია და ხაბეიშვილის მხრიდან მუდმივი აპელირება, რომ მას ჰქონდა გარკვეული ინფორმაციები, საუბრობდა თანამდებობის ყოფილ პირებზე, მის გაღიზიანებას იწვევდა. თავად კობახიძის მხრიდანაც ფიგურირებდა რამდენიმე გვარი, მათ შორის ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი.
ეს ხრწნა, დაშლა და ლპობა იმდენად პროგრესიებს „ოცნებაში“, რომ ამას თავად ივანიშვილიც ვერ აკონტროლებს და ასე მოუწია ხაბეიშვილის გაკონტროლება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.