კახი კალაძე ამ ქალაქის სირცხვილია, ამ ქალაქს ასეთი იდიოტო მერად არ უნდა ჰყავდეს, - ამის შესახებ მსახიობმა, დავით ბეშიტაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა იქნება ძალიან რთული - "მაგრამ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე აუცილებლად იმიტომ, რომ მიმიფურთხებია იმ საქართველოსთვის, სადაც ქოცი გაიმარჯვებს".
"იმას ასხივებს "ქართული ოცნება დღეს, რასაც ასხივებდა გუშინ და პირადად ჩემთვის ახალი არაფერია. პირიქით, მე ძალიან მიხარია, რომ ისინი ნელ-ნელა უფრო და უფრო კარგავენ სახეს. ეს არაერთხელ მინახავს, სახედაკარგული ხელისუფლება, მათი წინამორბედები, თუ გახსოვთ - სულს ამოგხდითო, ორივე ყბა რომ გახსნა გივი თარგამაძემ, მესმის, რომ ციხეშია და ა.შ., ბნელი ძალის ნაწილი იყო ისიც და იქაც ვხვდებოდი, რომ იწყებოდა მათი დასასრული, იგივე ხდება დღესაც.
კახი კალაძე არის ამ ქალაქის სირცხვილი, საქართველოს სირცხვილია და ამ ქალაქის სირცხვილია იმიტომ, რომ ამ ქალაქის მერია. ეგეთი იდიოტი ამ ქალაქს მერად არ უნდა ყავდეს.
დიდი მოწიწებით მინდა სპორტსმენებს მივმართო, ადამიანს, როდესაც შეეძლო, რომ დარჩენილიყო ლეგენდად ისე, როგორც ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენები - ჩივაძე, ყიფიანი, შენგელია... იმის ნაცვლად ასეთ სიბინძურეში აღმოჩნდა, როდესაც მიედ-მოედო რაღაცებს. ძალიან ცუდად დაასრულებ ბატონო კახი.
მაგ ტიტუშკებზე დგანან და სამწუხაროდ ეკლესიის ძალიან დიდ ნაწილზე დგანან. ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე აუცილებლად იმიტომ, რომ მიმიფურთხებია იმ საქართველოსთვის, სადაც ქოცი გაიმარჯვებს," - განუცხადა დავით ბეშიტაიშვილმა "ტვ პირველს".