რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ!” - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე 19-მა დრონმა დაარღვია.