„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.
ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აეკრძალათ ორი წლით თანამდებობის დაკავება.