„მსურველთა კოალიციასთან“ დღეს გამართული სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ევროპა კვლავ ყიდულობს რუსულ ნავთობს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მათ შორისააორი ქვეყანაა - უნგრეთი და სლოვაკეთი. როდესაც რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს შეუტია და ჩვენც მათ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმით ვუპასუხეთ, რომელსაც ისინი ფულის საშოვნელად და შემდეგ იარაღზე ხარჯვისთვის იყენებენ, სწორედ ამ ორმა ქვეყანამ შესჩივლა პრეზიდენტ ტრამპს, რომ აი, უკრაინა ასეთია, ის ამცირებს შესაბამისი ნავთობის მოპოვების შესაძლებლობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა გვჭირდება. პუტინი იძულებული გახდება, რომ მშვიდობას დათანხმდეს. რუსეთს იარაღის წარმოების რესურსები უნდა წავართვათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ომის დასასრულებლად რუსეთის მხრიდან ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს“.
„მოხარული ვარ, რომ დღეს აშშ ღიად ამბობს, ამ ქვეყნებს ასახელებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთის ომის მანქანას. და ჩვენ ყველამ უნდა შევაჩეროთ ეს“, - დასძინა ზელენსკიმ.