ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Sky News-ი კომპანია Armani Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, იტალიელი მილიარდერი, დღეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„Armani Group-ი უსაზღვრო მწუხარებით აცხადებს თავისი შემქმნელის, დამფუძნებლისა და მამოძრავებელი ძალის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.