არჩევანი მარტივია, ან დგახარ სიმართლისა და საქართველოს მხარეს, ან ემსახურები ტყუილსა და ძალადობას, შუაში ადგილი აღარ დარჩა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ნუთუ ვერ ხედავ, როგორ ექცევიან ახალგაზრდებს ქუჩაში? ვერ ხედავ, როგორ ასამართლებენ სრულიად უდანაშაულო გოგო-ბიჭებს? როგორ აცხადებენ მტერს მოყვარედ და მოყვარეს – მტრად? როგორ აბრალებენ შენს სამშობლოს ომის დაწყებას? როგორ დასცინიან ჩვენს გმირებს?
და კიდევ ათასი სხვა უსამართლობა.
თავს ნუ გვაჩვენებ ისე, თითქოს არაფერს ხედავ და არაფერი გესმის. ყველამ ვიცით, რა ხდება. ყველამ ვიცით, რომ ეს რეჟიმი ტყუილზე და ძალადობაზე დგას და მხოლოდ ერთ ბოროტ ადამიანს ემსახურება. ვიცი, შენც არ გჯერა რეჟიმის პროპაგანდის, მაგრამ სარგებლის ან შიშის გამო აკეთებ ამას.
სწორედ ამიტომ ხარ სისტემის ნაწილი. და მერე რაც არ უნდა თქვა: „მე რა შუაში ვარ“, „მე უბრალოდ ვმუშაობ“ – ეგ აღარ გამოვა.
არჩევანი მარტივია: ან დგახარ სიმართლის და საქართველოს მხარეს, ან ემსახურები ტყუილსა და ძალადობას. შუაში ადგილი აღარ დარჩა.
ამიტომ ყველანი 4 ოქტომბერს რუსთაველზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.