სულ რომ გაგვამართლონ, ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ?.. ჩემი მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე, საბოლოო სიტყვისას განაცხადა.
რეზო კიკნაძის ხუმრობა იყო, ერთადერთი ლოგიკური დასასრული, რაც ამ აბსურდს შეიძლებოდა ჰქონოდა, ბაკურ სვანიძის შემოსვლა და თაიგულის ჩუქებაა. გაიღიმეთ, ფარული კამერაა.
ერთხელ ვუთხარი, რა მაგარია, ოთხშაბათია, ხვალ აბანო გვაქვს-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი ოდესმე.
სულ რომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოთ, ამას რა შეცვლის.
მოტივზე არასდროს უსაუბრიათ პროკურორებს. რომ მაგალითად, ჩვენ ვაპირებდით ხელისუფლების გადატრიალებას. კაი, დავუშვათ შევასრულეთ, მსახიობი, იუმორისტი და უკრაინელი წავიდნენ სახელმწიფოს გადასატრიალებლად. მერე რა ხდება? ჩემი მოტივაცია რა იყო, ამაზე ხომ უნდა გესაუბრათ.
მე არც პატარა კაცი ვარ თქვენსავით და არც დიდკაცობას ვცდილობ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მიყვარს ხალხი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩვეულებრივად ცხოვრება არ ღირს. ჩემი მიზანია, რომ ადამიანების ცხორვება გავხადო უკეთესი, ოღონდ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. არ ვამბობ, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ, მაგრამ სადაც დღეს ვარ და როგორც გავაცანი თავი საზოგადოებას, როცა მივაგენი ჩემს საყვარელ საქმეს, მივხვდი, რამდენ ადამიანს სჭირდება, რომ თავისი თავი იპოვოს. ვცდილობ, რომ რა ცოდნაც გამაჩნია, სხვებს გავუზიარო.
იცით, დღეს ბავშვები რეგიონებში რაზე დაობენ ხოლმე? ამის მერსედესი სჯობს თუ იმის ბეემვე? ტრაგედიაა. ეს არის ჩემი მოტივაცია. სხვა არაფერი. არც მთავრობის დამხობას არ ვაპირებდი. თვითონ დაიმხობენ თავს."
ნაწყვეტს ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვიდან "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
სასამართლო პროცეესე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, იუმორისტმა კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, ანფდრო ჭიჭინაძის მიმართვა შეაფასა.
ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა პროკურორებს და მოსამართლეს: გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდით
"პირადად მე გაპატიებთ, მაგრამ ქვეყანას რასაც უკეთებთ - იმას ნურას უკაცრავად. მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე კეთილია. ერთხელ მითხრა პროკურორს თუ ვნახავ ოდესმე ქუჩაში, სიკეთეს გავუკეთებ, ასე გადავუხდი სამაგიეროსო. აი, ასეთი ბიჭი დაიჭირეთ" - განაცხადა ონისე ცხადაძემ.
სულ რო გამამართლებელი განაჩები დადგეს, მაინც აბსურდია, იმიტომ რომ
იმ 9 თვეს რა ვუყოთ? - თქვა თავის საბოლოო სიტყვაში იუმორისტმა.