აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობები აქვს.
მან პირობა დადო, რომ ამ ცნობებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტრამპმა უპასუხა შეკითხვას, ესაუბრა თუ არა გასულ კვირას ვლადიმირ პუტინს.
„არ მინდა... მე გავიგე ისეთი რამ, რაც ძალიან საინტერესო იქნება. თქვენ მათ შესახებ უახლოეს დღეებში შეიტყობთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის მალე არგამოცხადებას.
„ვნახოთ, რა მოხდება, რას იზამენ, მე ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდები“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და გაიმეორა, რომ ომში რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილი უნდა შეწყდეს.
შეკითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ხვალინდელი აღლუმი ჩინეთში პუტინისა და კიმ ჩენ ინის მონაწილეობით შეერთებულ შტატების გამოწვევას, ტრამპმა უპასუხა, რომ „ჩინეთს ჩვენ გაცილებით მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ისინი“.
„რამდენიმე კვირის წინ პუტინთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ვნახოთ, რამე გამოვა თუ არა. თუ არა, სხვა პოზიციას დავიკავებთ“, - თქვა ტრამპმა.