ევროკავშირმა უკრაინას ქვეყნის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავის აღსანიშნავად 4.05 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო - აქედან 3.05 მილიარდი ევრო Ukraine Facility-ის მექანიზმის მეშვეობით და 1 მილიარდი ევრო მაკროფინანსური მხარდაჭერის სახით.
„იმ დღეს, როდესაც უკრაინა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს, ევროკავშირი მკაფიო სიგნალს აგზავნის: ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევია. დღევანდელი 4 მილიარდ ევროზე მეტი ვალდებულება ჩვენი მტკიცე ვალდებულების დასტურია. ეს ახალი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენის, არამედ მისი, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მომავლის მიმართ. როდესაც უკრაინა ძლიერია, ევროპაც ძლიერია“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის 168.9 მილიარდი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარება გამოყვეს.