ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, - ამის შესახებ The New York Times-მა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ბრალდებების პასუხად „ფორმულას“ განუცხადა.
გამოცემამ აღნიშნა, რომ მათი ჟურნალისტი რაზმაძის სიტყვებს „ზუსტად და დეტალურად“ ციტირებს. გამოცემის შეფასებით, რაზმაძის მხრიდან ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა მიზანმიმართული ზეწოლაა დამოუკიდებელ მედიაზე.
„ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც გორის საკრებულოს შენობაში შედგა. ჩვენი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა წარმოადგენს მიზანმიმართულ ზეწოლას დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რომლის მიზანია სიმართლიდან ყურადღების გადატანა და თავისუფალი მედიის დასუსტება,“ – წერია NYT-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ „ტვ პირველთან“ "New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არასდროს რუსეთზე დადებითი არ უთქვამს და არც ა ინტერვიუში არც "სააკაშვილის ხულიგნები" უხსენებია.
რაზმაძემ მედიის წარმომადგენელს "მიგზავნილი" უწოდა და სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. მისივე თქმით, ინტერვიუში არ უარუყვია ევროკავშირთან ინტეგრაცია.
მან ასევე სოციალურ ქსელში დაწერა: "ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ"
შეგახსენებთ, მანმადე რაზმაძემ New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: "ისინი [რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“